ლარის კურსი დოლართან მიმართებით კიდევ დაეცა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა. ეროვნული ბანკის დღევანდელი მონაცემებით, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით 1.99-ია.
ბანკთაშორის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ბანკის მიერ 22 იანვარს დადგენილი კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 1.98 ლარი იყო.
რაც შეეხება კომერციულ ბანკებს, ერთი დოლარის შეძენა 2.06 ლარად არის შესაძლებელი.