თეორემა

გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მორიგი ინიციატივა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით მომზადდა სისხლის სამართლის კოდექსში შესატან ცვლილებათა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც: მოწოდება შუღლის გაღვივების მიზნით, ესე იგი ზეპირად, წერილობით ან გამოხატვის რომელიმე სხვა საშუალებით საჯაროდ მოწოდება ძალადობრივი ქმედებისკენ რასობრივი, რელიგიური, ეროვნული, კუთხური, ეთნიკური, სოციალური, ენობრივი ან/და სხვა ნიშნების მქონე პირთა ჯგუფებს შორის მტრობის ამ განხეთქილების ჩამოგდების მიზნით. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ორიდან ხუთ წლამდე.

ამ მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით, იგივე ქმედება, რამაც გამოიწვია ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის მქონე პირთა ჯგუფებს შორის მტრობის, ან განხეთქილების ჩამოგდება, რაც გამოიხატა ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაში, სიცოცხლის მოსპობაში ან სხვა მძიმე შედეგში, ისჯება თავისუფლების აღკვეთით 8–დან 15 წლამდე."

საზოგადოების ნაწილი კანონპროექტს გამოხატვის თავისუფლებისთვის საფრთხის შემცველად მიიჩნევს. ნაწილი კი იმ შემთხვევაში ეთანხმება, თუ დაზუსტდება რა იგულისხმება შუღლის გაღვივებაში.

თეორემას სტუმრებთან ერთად მიმოვიხილავთ შსს-ს ინიციატივას.

სტუმრები: გიორგი მშვენიერაძე, გიორგი მელაძე, ემზარ ჯგერენაია, მერაბ ბასილაია.

კომენტარები