იური ვაზაგაშვილის საქმე

ადვოკატი: თუ ვაზაგაშვილი ნამდვილად შეხვდა ივანიშვილს, ივანიშვილი უნდა დაიკითხოს

ტაბულა

იური ვაზაგაშვილის ოჯახის ადვოკატები მისი გარდაცვალების საქმიდან საგამოძიებო ორგანოს ყველა იმ თანამდებობის პირის დროებით ჩამოშორებას ითხოვენ, რომლებიც 2006 წლის 2 მაისის სპეცოპერაციის საქმის გამოძიებაში მონაწილეობდნენ. გაგი მოსიაშვილის განცხადებით, თუ დადასტურდა, რომ იური ვაზაგაშვილი გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე ბიძინა ივანიშვილს შეხვდა, მაშინ ის უნდა დაიკითხოს. თავად ადვოკატი ამ შეხვედრას ვერ ადასტურებს. 

"რა თქმა უნდა, გამოძიებისთვის აუცილებელია იმის ცოდნა, რაზე იყო საუბარი. თუ იური ვაზაგაშვილი და ბიძინა ივანიშვილი რეალურად შეხვდნენ ერთმანეთს, ივანიშვილი აუცილებლად უნდა დაიკითხოს. იქნებ, ბიძინა ივანიშვილი რაიმე სახის ინფორმაციას ფლობდეს" - აცხადებს ადვოკატი.
 
იური ვაზაგაშვილი შვილის საფლავზე აფეთქების შედეგად 20 იანვარს დაიღუპა. პროკურატურამ მომხდარზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

კომენტარები