ნაფიცი მსაჯულები

იურიდიულმა კომიტეტმა ნაფიც მსაჯულთა შესახებ ცვლილებას მხარი არ დაუჭირა

პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა. ამის მიზეზი იყო ინიციატივა, რომლის მიხედვით ნაფიცმა მსაჯულებმა თანამდებობის პირების საქმეები აღარ უნდა განიხილონ. კომიტეტის წევრების იზიარებენ მოსაზრებას, რომ კანონპროექტში პირთა წრე შეიცვალოს დანაშულის კატეგორიებით. ანუ ნაფიცმა მსაჯულებმა საქმეები განიხილონ არა პირის თანამდებობის, არამედ დანაშაულის მიხედვით.

თუმცა, ამ ინიციატივას მხარი არ დაუჭირა გედევან ფოფხაძემ, რომელიც კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორია და დღეს კომიტეტზე მომხსენებლი იყო. გედევან ფოფხაძესთან ერთად, ცვლილებების ინიციატივა მანანა კობახიძეს, დავით საგანელიძეს, ზვიად კვაჭანტირაძეს და პაატა კიკნაველიძეს ეკუთვნით. აღსანიშნავია ისიც, რომ კომიტეტის მიმდინარეობისას გედევან ფოფხაძემ ნაფიცმსაჯულთა ინსტიტუტის არსებობის შესახებ უარყოფითი პოზიცია დააფიქსირა.

კომენტარები