იური ვაზაგაშვილის საქმე

იური ვაზაგაშვილის ცხედრის ექსპერტიზა ამ დროისთვის დასრულებულია

იური ვაზაგაშვილის ცხედრის ექსპერტიზა ამ დროისთვის დასრულებულია. ის ეროვნული ბიუროდან გამოასვენეს და ახლა ზურაბ ვაზაგაშვილის სახელობის არასამთავრობო ორგანიზაცია "გადაარჩინე სიცოცხლის" ოფისშია დასვენებული.

ექსპერტიზის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი არავის გაუკეთებია.

იური ვაზაგაშვილი შვილის, ზურაბ ვაზაგაშვილის საფლავზე გუშინ დაიღუპა. როგორც ტაბულასთან საუბარში ვაზაგაშვილების ოჯახის ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა თქვა, ვაზაგაშვილი ნაღმის აფეთქებამ იმსხვერპლა. პროკურატურამ გამოძიება სსკ 109-ე, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

კომენტარები