გამოხატვის თავისუფლება

შუღლის გაღვივების კრიმინალიზებას პოლიტიკოსთა ნაწილი არაკონსტიტუციურად მიიჩნევს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომზადებული კანონპროექტი, რომელიც ე.წ. შუღლის გაღვივების კრიმინალიზებას ითვალისწინებს, კვლავ კრიტიკის საგანია. მაშინ როდესაც იურისტები მის კონსტიტუციასთან შეუსაბამობაზე საუბრობენ, კანონპროექტს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში დამცველები ჰყავს - კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გედევან ფოფხაძე ამბობს, რომ სიტყვის თავისუფლება აბსოლუტური უფლება არ არის და მისი ასე შეზღუდვაც შესაძლებელია.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორია კი კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფრთხეს გამორიცხავს.საპარლამენტო უმრავლესობაში ამ საკითხზე არ აქვთ ერთგვაროვანი პოზიცია. თამარ კორძაიას შეფასებით, სამინისტროს მიერ ინიცირებული კანონპროექტი არ აკმაყოფილებს ძალადობისკენ მოწოდების შეზღუდვის ევროპულ სტანდარტებს.

კომენტარები