გატაცებები საოკუპაციო ხაზთან

დავით ბაშარულის გადმოსვენებაზე დღეს ერგნეთში იმსჯელებენ

მავთულხლართები დიცში

6 თვის წინ გაუჩინარებული დავით ბაშარულის გადმოსვენებაზე დღეს ერგნეთში იმსჯელებენ, სადაც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით 51-ე შეხვედრა გაიმართება. საუბარი შეეხება უკანონოდ გავლებულ მავთულხლართებსა და უპილოტო საფრენი აპარატების მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის შემთხვევებსაც.

19 წლის დავით ბაშარული 2014 წლის ივნისში ახალგორის მილიციის თანამშრომლებმა განყოფილების შენობაში წაიყვანეს. მას შემდეგ ახალგაზრდას ოჯახის წევრები და ახლობლები უშედეგოდ ეძებდნენ. 5 იანვარს კი დავით ბაშარული გარდაცვლილი იპოვეს.

კომენტარები