გატაცებები საოკუპაციო ხაზთან

საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიიდან 17 წლის მოზარდი გაიტაცეს

radiotavisupleba.ge

საოკუპაციო ხაზიდან კიდევ ერთი ადამიანი გაიტაცეს. ე.წ. მესაზღვრეებმა ამჯერად არასრულწლოვანი დააკავეს და არსებული ინფორმაციით, ცხინვალის წინასწარი პატიმრობის იზოლატორში გადაიყვანეს. 17 წლის მოზარდი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთთან, სავარაუდოდ „საზღვრის" გადაკვეთის ბრალდებით აიყვანეს.

ოჯახის წევრებმა გატაცებულთან დაკავშირება მას შემდეგ სცადეს, რაც მან სკოლიდან დაბრუნება დააგვიანა.

„დავურეკეთ, სკოლიდან მოსვლა რომ დააგვიანა. დაახლოებით 6-ის ნახევარი იქნებოდა, როდესაც დავუკავშირდით, რუსებმა გვიპასუხეს, გვკითხეს, რამდენი წლის იყო ჯონი, დაბადების თარიღი და წელი. მერე სხვა აღარაფერი გაგვიგია ამაზე. როგორც ჩანს, გზა აერია, არ იცოდა, სად გადის ეს ე.წ. საზღვარი" - ამბობს გატაცებულის და.

დაკავებულის გასათავისუფლებლად მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

კომენტარები