მინისტერიალი ბრიუსელში

მოგერინიმ ევროკავშირსა და მუსლიმ ერებს მეტი თანამშრომლობისკენ მოუწოდა

telegraph.co.uk

ბრიუსელში, მინისტერიალზე ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ფედერიკა მოგერინიმ ევროკავშირსა და მუსლიმ ერებს ტერორიზმის დასაძლევად მეტი თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

აღსანიშნავია, რომ მინისტერიალი მას შემდეგ იმართება, რაც პარიზში ტერორისტული აქტების შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ბელგიაში ანტიტერორისტული ოპერაციები ჩატარდა.

კომენტარები