აშშ

ბაიდენის სახლთან უცნობმა პირმა სროლა ატეხა

huffingtonpost.com

აშშ-ის ვიცეპრეზიდენტის ჯო ბაიდენის სახლთან დელავერის შტატში უცნობმა პირმა სროლა ატეხა. NBC-ს ცნობით, ამის შესახებ აშშ-ის საიდუმლო სამსახურმა განაცხადა. ინციდენტის დროს ბაიდენი და მისი მეუღლე სახლში არ იმყოფებოდნენ.

როგორც რეზიდენციის თანამშრომლები ჰყვებიან, სახლს დიდი სიჩქარით ავტომობილმა ჩაიურა, საიდანაც სროლა გაისმა.

პოლიციამ ერთი ადამიანი დააკავა, რომელიც ავტომანქანით მაღალი სიჩქარით გადაადგილდებოდა, თუმცა მისი კავშირი ინციდენტთან ჯერჯერობით არ დადასტურებულა.

მიმდინარეობს გამოძიება, ჯერჯერობით უცნობია, დაზიანდა თუ არა სროლის შედეგად თავად რეზიდენციის შენობა, რომელიც გზიდან რამდენიმე ასეულ მეტრში მდებარეობს.

კომენტარები