შსს-მ 1984 წელს დაბადებული გიორგი დ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ 17 იანვარს, ღამის საათებში ცივი იარაღით შეიარაღებული გიორგი დ. გორში, სულხან-საბას ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში შეიჭრა და იქ მყოფ მოხუც ქალბატონს სიცოცხლის მოსპობის მუქარით ოქროს ნივთები, ძვირად ღირებული საათი და 20 ლარი გასტაცა. ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა სამართალდამცველებმა ის მომხდარიდან ერთ საათში დააკავეს.
გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).





