აუდიტის სამსახური

აუდიტის სამსახურმა მთავრობის ადმინისტრაციის საქმიანობის შესწავლა დაიწყო

აუდიტის სამსახურმა მთავრობის ადმინისტრაციის საქმიანობის შესწავლა დაიწყო. უწყება ადმინისტრაციის ბოლო 4 წლის მუშაობას შეისწავლის. აუდიტის სამსახური მიმდინარე წელს პრემიერისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიების საქმიანობების შესწავლასაც გეგმავს. 

"კრიტერიუმების მაგალითები რომ მოვიყვანოთ, ერთია საბიუჯეტო დაფინანსების ოდენობა ანუ რამდენად დიდია საბიუჯეტო დაფინანსება, რამდენად შედის ამა თუ იმ რისკში დაწესებულებები, რამდენად დიდია საზოგადოებრივი ინტერესი და რამდენად შემხებლობა აქვს ამა თუ იმ პროგრამას, მაგალითად, საზოგადოებრივ ჯანდაცვასთან. ჩვენი საქმიანობის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს სახელმწიფო უწყებების შემოწმება და, შესაბამისად, ის დასკვნები, რომელსაც ჩვენი სამსახური საბოლოო ჯამში მოამზადებს, გადაეგზავნება საქართველოს პარლამენტს", - განაცხადა აუდიტის სამსახურის უფროსმა ლაშა თორდიამ.

კომენტარები