თეორემა

თავდასხმა თავისუფლებაზე, ნაწილი II

"მირჩევნია ფეხზე მდგარი მოვკვდე, ვიდრე დაჩოქილმა ვიცოცხლო" - ეს სიტყვები ფრანგული სატირიული გამოცემის, შარლი ებდოს კარიკატურისტს, სტეფან შარბონიეს ეკუთვნის, რომელიც მუჰამედის კარიკატურის გამოქვეყნების გამო, ხანგრძლივი მუქარის შემდეგ, 7 იანვარს მოკლეს.

პარიზში მომხდარ ტერორისტულ აქტებს 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ტრაგედიამ, რომელსაც საფრანგეთის თერთმეტი სექტემბერი უწოდეს, მრავალი მიმართულებით გააღვივა დისკუსია. ბევრმა მომხდარში ისლამი დაადანაშაულა, სხვებმა დაიწყეს მტკიცება, რომ ისლამი არაფერ შუაშია, რადგან ფანატიზმი ყველა რელიგიას ახასიათებს. გამოჩნდნენ ისეთებიც, ვინც თითი მსხვერპლისკენ გაიშვირა და კარიკატურისტებს ისლამისტების პროვოცირებაში დასდო ბრალი.

გაჩნდა კითხვები,იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეცვლის 7 იანვარი ფრანგულ საზოგადოებას, ხომ არ გააღვივებს ტერორისტული აქტი ისლამოფობიას და ხომ არ შეუქმნის ნოყიერ ნიადაგს იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც შეუწყნარებლობას ქადაგებენ.

რა გეოპოლიტიკური შედეგები ექნება პარიზზე თავდასხმას? ხომ არ ისარგებლებს ამ ტრაგედიით პუტინი?

ამ კითხვებზე პასუხის გაცემას შევეცდებით თეორემაში.

მეორე ნაწილის სტუმრები: თორნიკე გორდაძე, ზურაბ კაჭკაჭიშვილი, გრიგოლ ვაშაძე, გია ნოდია, ბექა მინდიაშვილი, თამარ კინწურაშვილი.

კომენტარები