Charlie Hebdo

ალ-ქაიდას ახალი მუქარის შემდეგ Charlie Hebdo-ს 100-ზე მეტმა ფრანგულმა გამოცემამ დაუჭირა მხარი

france24

მას შემდეგ, რაც ფრანგულმა გამოცემამ ალ-ქაიდასგან ახალი მუქარა მიიღო, შარლი ებდოს მხარდასაჭერად ასზე მეტმა ფრანგულმა გამოცემამ მოაწერა ხელი წერილს გამოხატვის თავისუფლების დაცვაზე, რომელიც შარლი ებდოს საიტზე გამოქვეყნებული.

"ტერორისტები ღიად იღებენ მედიას მიზნში. სიტყვიერი ძალადობა გადადის ფიზიკურ ძალადობაში... საფრანგეთში არ არსებობს დანაშაული - მკრეხელობა. ზოგიერთი ჩვენგანი მორწმუნეა და შეიძლება, ისინი გააოცოს მკრეხელობამ, მაგრამ ისინი მხარს გვიჭერენ, იმიტომ რომ მკრეხელობის თავისუფლების დაცვით, ჩვენ ვიცავთ არა მკრეხელობას, არამედ თავისუფლებას". – წერია გამოცემის წერილში.

სექტემბრის დასაწყისში შარლი ებდომ თავიდან დაბეჭდა მუჰამედის კარიკატურა, რომლის გამოც ტერორისტები გამოცემას 2015 წელს დაესხნენ თავს. SITE Intelligence Group-მა 11 სექტემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ გამოცემას ისევ ემუქრებიან.

2015 წლის 7 იანვარს ძმები საიდ და შერიფ კუაშები შარლი ებდოს რედაქციაში შეიჭრნენ და ცეცხლი გახსნეს. მთლიანობაში თავდასხმას 12 ადამიანის, მათ შორის ჟურნალის მთავარი რედაქტორის, წამყვანი კარიკატურისტებისა და ორი პოლიციელის სიცოცხლე ემსხვერპლა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა ალ-ქაიდამ და ე.წ ისლამურმა სახელმწიფომ აიღეს. 2015 წლის ივლისში გამოცემამ განაცხადა, რომ მუჰამედის კარიკატურის დაბეჭდვას აღარ გეგმავდა.

კომენტარები