გადაუდებელი ჩხრეკა

გამომძიებლის ორდერის გარეშე გადაუდებელი ჩხრეკა აღარ ჩატარდება

reportiori.ge

გამომძიებლის დადგენილების გარეშე ჩხრეკა აღარ ჩატარდება. ეს გადაწყვეტილება ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე მიიღეს. სისხლის სამართლის კოდექსში შესასატან ცვლილებებზე უარი კანონპროექტის ავტორებმა არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკული არგუმენტების მოსმენის საფუძველზე განაცხადეს. შესაბამისად, სამართალდამცავებს ჩხრეკის წარმოებისათვის კვლავ წერილობითი თანხმობა დასჭირდებათ.

"გამომძიებლის მიერ დადგენილების გამოტანის ნორმა დარჩეს ისე, როგორც ამას სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს. ამასთან, გთავაზობთ, სასამართლოს პრაქტიკის გაანალიზებით და დეტალური შესწავლით საკითხს მოგვიანებით დავუბრუნდეთ და უკეთესი ფორმულირება მოვძებნოთ", – მიმართა კოლეგებს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ. 

სხდომას, რომელიც ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, დეპუტატებთან ერთად უფლებადამცველები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები