ცვლილებები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში

კახა კოჟორიძე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მრჩეველი იქნება

გადაცემა ფოკუსი/ტაბულა

ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების სფეროში საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მრჩეველი კახა კოჟორიძე იქნება - ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

კახა კოჟორიძე 2012-2014 წლებში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას ხელმძღვანელობდა. 2013 წლიდან დღემდე არის საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი. ასევე 2013-2014 წლებში ის ხელმძღვანელობდა კოალიციას „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კიდევ ერთი საკადრო ცვლილება განხორციელდა. გიორგი აბაშიშვილი, რომელსაც პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩევლის თანამდებობა ეკავა, დაწინაურდა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის დავით პატარაიას მოადგილედ დაინიშნა.

კომენტარები