შინაგან საქმეთა სამინისტრო

ელბაქიძის აღმართზე გზის ნაწილის ჩანგრევის გამო მოძრაობა აკრძალულია

შსს

საპატრულო პოლიციის ცნობით, დღეს, დაახლოებით 11:00 საათზე, ელბაქიძის აღმართზე საავტომობილო გზის მარჯვენა სავალი ნაწილი ჩაინგრა. ამის გამო, ავტომანქანების მოძრაობა ქუჩის ორივე მხარეს აკრძალულია.

"ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაშავებული არავინ არ არის. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები. საპატრულო პოლიცია მოგიწოდებთ, რომ ელბაქიძის აღმართის მიმართულებით გადაადგილებისგან დროებით თავი შეიკავოთ", - აცხადებს შსს.

კომენტარები