ტერაქტი პარიზში

ღარიბაშვილი: ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ საფრანგეთს და ფრანგ ხალხს

ირაკლი ღარიბაშვილი
facebook.com/GaribashviliOfficial

"ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ საფრანგეთს და ფრანგ ხალხს", - მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარიზში, Charlie Hebdo-ს რედაქციაზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის გამო მწუხარება გამოთქვა.

„ჩვენ შოკირებული ვართ, ეს არის ძალიან დიდი ტრაგედია. ეს საშინელება, არის არა მხოლოდ საფრანგეთის, არამედ ზოგადად, მთელი თანამედროვე ცივილიზებული სამყაროს პრობლემა და მას ერთიანი ძალისხმევით ბრძოლა სჭირდება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის,  7 იანვარს, Charlie Hebdo-ს რედაქციაზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაიღუპა 12 ადამიანი, მათ შორის, ჟურნალის მთავარი რედაქტორი. ტერაქტი ძმებმა კუაშებმა განახორციელეს.  ისინი ქალაქ დამატენ ან გუიელში სამართალდამცავებმა მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, კუაშებს მძევლად ერთი ქალი ჰყავდათ აყვანილი.

პარალელურად, შეიარაღებულმა პირმა ქოშერულ მაღაზიაში რამდენიმე მძევალი აიყვანა. აჰმად კუბალის ლიკვიდირება ფრანგმა სამართლამდამცავებმა სპეცოპერაციის ჩატარების შემდეგ შეძლეს. კუბალისთან ერთად იმყოფებოდა მისი მეგობარი ქალიც, რომელიც ამ დროისთვის პოლიციის მიერ იძებნება. დაიღუპა სულ მცირე 4 მძევალი.

კომენტარები