ტერაქტი პარიზში

ტრამპი: ფრანგი ხალხი მეტს აღარ მოითმენს. ტერაქტი დიდ გავლენას მოახდენს არჩევნებზე

Reuters

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პარიზში მომხდარ ტერაქტს Twitter-ის პირად გვერდზე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ტერაქტი გავლენას მოახდენს არჩევნებზე. 

"მორიგი ტერაქტი პარიზში. ფრანგი ხალხი მეტს აღარ მოითმენს. მომხდარი დიდ გავლენას მოახდენს არჩევნებზე", - წერს დონალდ ტრამპი.


გარდა ამისა, დონალდ ტრამპი პირველი იყო, ვინც პარიზში მომხდარი თავდასხმა ტერაქტად შეაფასა.

გუშინ, პარიზში, შანზ-ელიზეზე თავდასხმა ადგილობრივი დროით, საღამოს 9 საათისთვის მოხდა. თავდასხმას ერთი პოლიციელი ემსხვერპლა, ერთი კი, სროლის შედეგად დაიჭრა. პოლიციამ თავდამსხმელი ადგილზევე მოკლა.

ტერაქტზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.

კომენტარები