აბუ ჰამზა ალ-მასრი

ნიუ-იორკის სასამართლომ რადიკალ მუსლიმ აბუ ჰამზას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა

express.co.uk

რადიკალ მუსლიმ იმამს აბუ ჰამზა ალ-მასრის ნიუ იორკის სასამართომ ტერორიზმის მხარდაჭერის გამო სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. აბუ ჰამზა გასული წლის მაისში რამდენიმე ბრალი წარედგინა.

აბუ ჰამზას ბრალად ედება 1998 წელს იემენში 16 დასავლელი ტურისტის გატაცება, ალ-კაიდას და ტალიბანის მხარდაჭერა და ავღანეთში რეკრუიტირებული ტერორისტების გაგზავნა, გლობალური ჯიჰადისა და ძალადობის წახალისება. აბუ ჰამზა ასევე ორეგონის შტატში ტერორისტების საწვრთნელი ბანაკის ჩამოყალიბებას ცდილობდა.

 

კომენტარები