ტერაქტი პარიზში

სამართალდამცავები ქოშერულ მაღაზიაში მძევლების აყვანაში ეჭვმიტანილ ქალს ეძებენ

სამართალდამცავები ქოშერულ მაღაზიაში მძევლების აყვანაში ეჭვმიტანილ ქალს ეძებენ. 26 წლის ჰაიათ ბუმედინი ქოშერული მაღაზიიდან სავარაუდოდ მას შემდეგ გაიქცა, როდესაც სამართლადამცავებმა შენობიდან მძევლების გათავისუფლება დაიწყეს. ბუმედინი მაღაზიაში აჰმედ კულიბალისთან ერთად იმყოფებოდა.

კულიბალიმ გუშინ პარიზის გარეუბან მონრუჟში პოლიციელი ქალი მოკლა, ხოლო დღეს მძევლები ქოშერულ მაღაზიაში აიყვანა. ანტიტერორისტული ოპერაცია რამდენიმე საათის წინ დასრულდა, რომლის შედეგადაც კულიბალის ლიკვიდირება მოხდა. დაღუპულია სულ მცირე 4 მძევალი.

პარალელურად ანტიტერორისტული სპეცოპერაცია ჩატარდა პარიზის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ 
დამატენ ან გუიელში, სადაც საწყობში გამაგრებული ტერორისტი ძმები კუაშები მოკლეს. 

გავრცელებული ინფორმაციით, კუაშებს მძევლად ერთი ქალი ჰყავდათ აყვანილი, რომელიც ამ დროისთვის გათავისუფლებულია.

ძმებმა კუაშებმა  სატირულ ჟურნალ Charlie Hebdo-ზე ტერაქტი განახორციელეს, რომლის შედეგადაც 12 ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები