პარიზის ტერაქტი

ფრანგულ ინსტიტუტთან სოლიდარობის აქცია გაიმართა

facebook.com/gurchiani

თბილისში, ფრანგულ ინსტიტუტის შენობასთან საზოგადოების წარმომადგენლებმა ჟურნალ Charlie Hebdo -ზე თავდასხმა გააპროტესტეს და ტერაქტის მსხვერპლთა ახლობლებს და ფრანგ ხალხს თანაგრძნობა გამოუცხადეს. აქციაზე მისულებმა სიტყვის თავისუფლების წინაააღმდეგ მიმართული ძალადობა დაგმეს და ხსოვნის ნიშნად საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტთან სანთლები აანთეს.

სოლიდარობის კამპანიის მონაწილეებს საქართველოში საფრანგეთის ელჩიც შეუერთდა. მან აქციის მონაწილეებს გამოხატული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. „დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქართველ ხალხს და საქართველოს ხელისუფლებას იმ თანადგომისთვის, რაც მათ გამოხატეს საფრანგეთის მხარდასაჭერად. იცით, რომ დღეს საფრანგეთში ეროვნული გლოვის დღეა. ეს ძალიან მძიმეა ჩვენთვის და მე ბედნიერი ვარ იმით, რომ ვხედავ ქართველები საფრანგეთის მეგობრები ხართ. საფრანგეთი დიდი ხნის დემოკრატიის ქვეყანაა და ის ყოველთვის ახერხებდა მსგავსი დაპირისპირებების წინააღმდეგ ღირსეული პასუხი გაეცა. მინდა ვთქვა, რომ საფრანგეთი და დემოკრატია ყოველთვის გაიმარჯვებს იმ თანადგომის წყალობით, რომელიც თქვენ გამოხატეთ", - განაცხადა საფრანგეთის ელჩმა საქართველოში რენო სალენსმა.
მან სოლიდარობის აქციაზე მისულებს ქართულადაც მიმართა – „თავისუფლებას გაუმარჯოს".

კომენტარები