Rosneft ქართულ ბაზარზე

მიროტაძე: ROSNEFT-ის შემოსვლასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი კითხვა მაქვს

არის რთული მოცემულობა. ჩემთვის სიურპრიზი იყო ფოთის პორტთან დაკავშირებით... ეს არის ჩემთვის ინფორმაცია, რომელთან დაკავშირებითაც მე ძალიან ბევრი კითხვა მაქვს და სამწუხაროდ, მათზე პასუხი ჯერჯერობით - არა. თუმცა, არ ვფიქრობ, რომ არსებობს მდგომარეობა, რომლიდანაც გამოსავალი არ არის. ყოველთვის არსებობს გამოსავალი, უბრალოდ, მე ამ წუთში არ ვარ კომპეტენტური, გიპასუხოთ ამასთან დაკავშირებით, რადგან არ ვფლობ იმაზე მეტ ინფორმაციას, ვიდრე უნდა ვფლობდე. რასაკვირველია, როცა გუნდი შეიკრიბება და ეს მოხდება უახლოეს დღეებში, განსახილველ მნიშვნელოვან საკითხებს შორის, რა თქმა უნდა, ეს ერთ-ერთი თემა იქნება. პირადად ჩემთვის ეს ძალიან საინტერესოა.

განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ანი მიროტაძემ რუსული ნავთობკომპანია Rosneft-ის საქართველოში შემოსვლაზე.

კომენტარები