დიდთოვლობა

ინფრასტრუქტურის სამინისტრო: ფასანაური-მლეთას გზა უახლოეს პერიოდში გაიხსნება

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ფასანაური-მლეთას საავტომობილო გზის გაწმენდა დაიწყო. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, საავტომობილო გზა უახლოეს პერიოდში გაიხსნება. 

"სამუშოების დაწყება შესაძლებელი გახდა მას შემდეგ, რაც გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გზის ამ მონაკვეთზე ზვავსაშიშროების რეჟიმი მოხსნა. რეჟიმის შეცვლისთანავე, გზის გაწმენდითი სამუშაოები მლეთა-გუდაურის მიმართულებითაც დაიწყება. ამ დროისთვის ქარბუქიდან გამოყვანილია ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში გზაზე ჩარჩენილი ყველა ადამიანი, შესაბამისი სამსახურებს ეტაპობრივად გამოჰყავთ მანქანები. ინტენსიური თოვა რეგიონში ისევ გრძელდება, რის გამოც, მოძრაობა შეზღუდულია ნინოწმინდა-სომხეთის საზღვრის, ნინოწმინდა-ფარავნის მიმართულებით. მოძრაობა შეზღუდულია, ასევე, ხაიში-მესტიის მიმართულებით, თუმცა, გზის ამ მონაკვეთზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა შესაბამისი ტექნიკა" - აცხადებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.

კომენტარები