პატრიარქის იუბილე

პრეზიდენტი: ჩვენ გვყავს პატრიარქი, რომელიც გვპატრონობს

გიორგი მარგველაშვილი
argumenti.ge

საქართველოს პატრიარქს 82 წლის იუბილე პრეზიდენტმა და პრემიერმა მიულოცეს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, გიორგი მარგველაშვილი ილია მეორეს საპატრიარქოში ეწვია.

„ჩვენთვის სასიხარულო დღეა, რადგან პატრიარქის დაბადების დღეს  ვზეიმობთ. საქართველოს ყველა მოქალაქეს ვულოცავ ამ  დღეს -  ეს დღე ჩვენთვის ყველასთვის მოსალოცია. ჩვენ გვყავს პატრიარქი, რომელიც გვპატრონობს, ჩვენთვის ლოცულობს და  გვეხმარება“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა კი, მილოცვა Facebook-ში გამოაქვეყნა. ის ასევე დაესწრო ნანი ბრეგვაძის კონცერტს, რომელიც მომღერალმა ილია მეორეს მიუძღვნა.

"უდიდესი პატივისცემით და მოწიწებით მინდა მივულოცო დაბადების დღე საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს  ილია II-ს. მის უწმინდესობას ვუსურვებ ჩვენი სამშობლოს წინსვლას, ხალხის სულიერ სიმტკიცესა და კეთილდღეობას, დღეგრძელობასა და ჯანმრთელობას ჩვენი ერის საკეთილდღეოდ" - განაცხადა ღარიბაშვილმა.

საქართველოს პატრიარქს გუშინ 82 წელი შეუსრულდა.

კომენტარები