ილია მეორე

პატრიარქის აზრით, ქალების მიმართ აგრესიის მთავარი მიზეზი უმუშევრობაა

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორის აზრით, ქალების მიმართ მამაკაცების აგრესიის მომატებული შემთხვევების მთავარი მიზეზი უმუშევრობაა. ამის შესახებ პატრიარქმა პირველი არხის ეთერში, გადაცემაში მშვიდობით იარაღო ისაუბრა.

მისი თქმით, აგრესიამ საზოგადოებში იმატა და ამის მიზეზების გაანალიზება აუცილებელია.

„ხალხს არ აქვს სამუშაო ადგილები... მამაკაცებს რატომ უჩნდებათ აგრესია? ოჯახს თავისი მოთხოვნილება აქვს. მეუღლე, ცოლი და შვილები თხოულობენ თავისას. მამა ვერ აკმაყოფილებს ამ მოთხოვნას და აქედან ჩნდება ეს გაღიზიანება", - აღნიშნა ილია მეორემ.

მის თქმით, აგრესიის შემცირება დამოკიდებულია რწმენაზე. „მორწმუნე ადამიანი არ გაღიზიანდება და შეურაცხყოფას ან მკვლელობას არ ჩაიდენს", - აღნიშნა პატრიარქმა.

მისი თქმით, ეს პრობლემა დამოკიდებულია შვილების აღზრდაზეც. რაც შეეხება უმუშევრობას, პატრიარქი დარწმუნებულია, რომ „თუ ადამიანს უნდა სამუშაო, მუდამ იშოვის".

კომენტარები