საქართველოს პრეზიდენტი

პრეზიდენტი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელს ეწვია

საქართველოს პრეზიდენტი სოფელ კნოლევს ეწვია და ადგილობრივებს ახალი წელი მიულოცა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, ქვეყნის პირველი პირი სოფლისცენტრში შეკრებილ მოსახლეობასაც შეხვდა, სადაც მან ადგილობრივებისგან პრობლემების შესახებ მიიღო ინფორმაცია და მათმოგვარებას დაპირდა. სახელმწიფოს მეთაურმა საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიის ბოლო სოფელში რამდენიმე მოსახლემოინახულა და მათ შორის ეთნიკურად შერეულ ქართულ-

ოსურ ოჯახს ესტუმრა. გოჩა ჯავახიშვილსა და ზიტა ფხუევას გიორგიმარგველაშვილმა ახალი წელი მიულოცა, მშვიდობა და წარმატება უსურვა.

"დღეს ახალი წელი მივულოცეთ ჩვენს მართლაც გმირ ოჯახებს, რომლებიც აქ ძალიან რთულ პირობებში ამაგრებენ იმ მთავარ საზღვარს,რომელსაც მორალური საზღვარი ჰქვია. ამ საზღვარს ისინი სიყვარულით ამაგერებენ. ჩვენ ვნახეთ ერთიანი ოჯახები, რომლებიც,რეალურად, ის ძალაა, რომლითაც ჩვენ გავაერთიანებთ საქართველოს - ჩვენს სამშობლოს. მართლა ძალიან ამაღელვებელია ნახო ამადამინების მხნეობა. რა თქმა უნდა, არის ბევრი პრობლემა. ნაწილობრივ, ეს პრობლემები გვარდება, შარშან სოფელ ატოცში ვიყავით,სადაც გაკეთდა ამბულარტორია. მას მეტი რესურსი სჭირდება, მაგრამ ეს უკვე გაკეთდა. ასევე კეთდება გზა, გადის ბუნებრივი გაზი,დახმარება სჭირდება ოჯახებს იმიტომ, რომ ოჯახების გარკვეული ნაწილი ჯერ კიდევ 2008 წლის ომის დროიდან არის დაზარალებული.მათ მეტად უნდა ამოვუდგეთ მხარში და, ბუნებრივია, ჩვენ მათ ეს აღვუთქვით. რეალურად, ეს ხალხი დგას იქ, სადაც ოდესღაც იდგნენჩვენი წინაპრები და ინარჩუნებდნენ ჩვენს სამშოლოს, რომელსაც მრავლი საუკუნის განმავლობაში ჰყავდა მომხდური, მაგრამ არასდროსდაგვიხევია უკან. ასე იქნება მომავალშიც", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

დღესვე უმაღლესი მთავარსარდალი შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ დანაყოფსაც შეხვდა, რომელიც სოფელ კნოლევშია განლგებული დაადგილობივების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. გიორგი მარგველაშვილმა სამხედროებს მშვიდობა უსურვა და ყურადღება მათუმნიშვნელოვანეს წვლილზე გაამახვილა.


საქართველოს პრეზიდენტის სახელით სოფელ კნოლევში მცხოვრებ 35 ბავშვს სპეციალური სასაჩუქრე პაკეტი გადაეცა, ხოლო 15-დან 18 წლამდე შვიდ მოზარდს გიორგი მარგველაშვილმა ნოუთბუქი გადასცა.

 

კომენტარები