ებოლა

შოტლანდიაში ებოლას პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

Reuters

შოტლანდიაში ებოლას პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ჯანდაცვის მუშაკს, რომელიც შოტლანდიაში სიერა ლეონედან კვირას საღამოს დაბრუნდა, ებოლა დაუდგინეს. ის ახლა გლაზგოში, საავადმყოფოშია იზოლირებული და მკურნალობს. მას მალე ლონდონში გადაიყვანენ.

აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ებოლას დაახლოებით 7800 ადამიანი ემსხვერპლა.

კომენტარები