ებოლა

კონგოში ებოლას რამდენიმე შემთხვევა კვლავ გამოვლინდა

AFP

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში სამშაბათს, 8 მაისს, ებოლას ჰემორაგიული ცხელება, იშვიათი მომაკვდინებელი დაავადება. მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის ცნობით, ლაბორატორიული შედეგების მიხედვით, დაავადების ორი შემთხვევა პროვინცია ბიკოროში, ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში დადასტურდა.

ებოლას ვირუსული დაავადება, რომელიც ხშირად მოქმედებს ადამიანებზე და პრიმატებზე (მაიმუნებზე, გორილებსა და შიმპანზეებზე) გამოწვეულია ხუთი სახის ებოლიდან ერთ-ერთის გამო. ვირუსი ადამიანებს ველური ცხოველებისგან გადაეცემათ, შემდეგ კი მას ადამიანი სხვა ადამიანზე გადადებით ავრცელებს. სიკვდილიანობის საშუალო მაჩვენებელი 50%-ია.

სამშაბათს გამოქვეყნებულ სამთავრობო განცხადებაში ნათქვამია, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ "ყველა საჭირო ზომას დაუყოვნებლივ და ეფექტურად უპასუხა“.

ასევე, კონგოში წინა ხუთი კვირის მანძილზე სავარაუდოდ ვირუსული ჰემორაგიული ცხელების 21 შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის 17 სიკვდილი.

„ჩვენ შევკრებთ მეტ ნიმუშს, მეთვალყურეობას გავუწევთ იმ ადამიანებს, ვისთანაც ინფიცირებულებს კონტაქტი ჰქონდათ, მათ უნდა დაამყარონ ჩვენთან კონტაქტი.WHO იმუშავებს ხელისუფლეებასა და პარტნიორებთან“- თქვა დოქტორმა მატიშიდოს მოტეიმ, WHO-ს რეგიონალურმა დირექტორმა აფრიკიდან.

ებოლა არის კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ენდემური დაავადებაა. ეს ებოლას მეცხრე გამოვლინებაა ქვეყანაში ამ ვირუსის აღმოჩენის შემდეგ (1976 წელი).

ბოლოს ებოლა 2017 წელს, ჩრდილოეთ ბას უელე პროვინციაში გამოვლინდა. მაშინ მთავრობის, WHO-ს და სხვა პარტნიორების რეაგირება სწრაფი იყო.

ლოკალური გუნდი და ჯანდაცვის სამინისტრო ბიკოროში უკვე მუშაობს, სპეციალისტები შემთხვევების მართვას ცდილობენ და შესაბამის კვლევებს ატარებენ. ოთხშაბათს კი ექსპერტთა ჯგუფი კი დედაქალაქ კინშასადან ბიკოროში საველე რეაგირებისთვის საჭირო აღჭურვილობით გაემგზავრება.

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელით საუბრისას "ლამერტ მატუკმა, სახელმწიფოს შრომის მინისტრმა განაცხადა რომ ეს "შემაშფოთებელი სანიტარული მდგომარეობაა".

WHO იმედოვნებს, რომ პროვინციებსა და ქვეყნებში ებოლას გავრცელება შეწყდება. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ კონტინენტური ფონდიდან 1 მილიონი დოლარიც გამოყო, რათა მომდევნო სამი თვის განმავლობაში ებოლას აღმოფხვრა მოხერხდეს.

კომენტარები