ებოლა

კონგოში ებოლასთან ბრძოლა ადგილობრივი თავდასხმების ფონზე მიმდინარეობს

CreditFinbarr O'Reilly / The New York Times

ებოლა ისევ აქტიურად გამოჩნდა, მასთან ბრძოლას კი სხვა საშიში ასპექტიც დაემატა.

ებოლას სიდიდით მეორე აფეთქებასთან ბრძოლას კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ხელს, როგორც დაავადებულთა ოჯახების ხშირი ჩარევა პროცესში, ასევე სამედიცინო ცენტრებსა და მედიცინის მუშაკებზე თავდასხმები უშლის.

ახალი და ეფექტური ვაქცინის, ასევე იმ გამოცდილების მიუხედავად, რომელიც 2013-2014 წლის აფეთქების (რომელმაც 11000 ადამიანი იმსხვერპლა) შედეგად დაგროვდა, მსხვერპლის რაოდენობამ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში უკვე 1209-ს მიაღწია (შაბათის მონაცემები).

კონგოს ჯანდაცვის სამინისტრომ ებოლას ვირუსის აფეთქება ჩრდილოეთ კივუს პროვინციაში გასული წლის 1-ელ აგვისტოს გამოაცხადა.

აღმოსავლეთი კონგოს ამ ნაწილში დიდი ხანია სხვადასხვა შეიარაღებული ჯგუფი ტერიტორიებთან, ბუნებრივ რესურსებთან, ეთნიკურობასთან და რელიგიასთან დაკავშირებულ საკითხებზე იბრძვის.

ებოლას აფეთქება კონგოში ეროვნულ არჩევნებს დაემთხვა. მრავალ ადამიანს რეგიონებში, სადაც ებოლა გავრცელდა, ცენტრალური მთავრობის მიმართ ნდობა უკვე ჰქონდა დაკარგული. მთავრობის მიერ დაავადების გავრცელების შესამცირებლად ამ ზონებში საარჩევნო ადგილები დახურვამ კი ადგილობრივებს საბაბი მისცა ეფიქრათ, რომ მთავრობა მათი ხმის ჩახშობას ცდილობდა. ამას მოჰყვა პროტესტის მონაწილეების მიერ ბენში ებოლას სამკურნალო ცენტრზე თავდასხმა და მისი ცეცხლში გახვევა.

თებერვალში  Doctors Without Borders-ის სამედიცინო ცენტრსაც ცეცხლი წაუკიდეს ბუტემბოს გარეუბანში. აპრილში, კამერუნელი ექიმს, რომელიც ებოლასთან ბრძოლის პროცესში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან ერთად იყო ჩართული, საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში შეხვედრის დროს იარაღიდან ესროლეს და მოკლეს.

ძალადობრივ თავდასხმებს საზოგადოებაში ფართოდ გავრცელებული უნდობლობა ემატება სამედიცინო სააგენტოებისა და ინსტიტუციების მიმართ. Lancet Infectious Diseases journal-ის კვლევის მიხედვით გამოკითხულთა 30%-ზე მეტს სჯერა რომ ვირუსი ხელოვნურადაა გავრცელებული ლოკალური ელიტების ფინანსური სარგებლისათვის.

ეს პროცესები ვირუსის გავრცელებასთან ბრძოლას აფერხებს. ჯანდაცვის უწყებები შიშობენ, რომ ებოლას სიდიდით მეორე აფეთქება შესაძლოა კონტროლიდან გამოვიდეს თუ კონგოში სამედიცინო ცენტრებსა და მედიცინის მუშაკებზე თავდასხმები არ შეიწყდება.

კომენტარები