კრიმინალი

თარგამაძე: პოლიციელ მუკბანიანის მკვლელს შსს-ს მაღალჩინოსნები მფარველობდნენ

ტაბულა

დღეს გივი თარგამაძემ ნაციონალური მოძრაობის ოფისში აჭარაში მოკლული 22 წლის პოლიციელის შესახებ ბრიფინგი გამართა. თარგამაძემ თქვა, რომ თარაშ მუკბანიანის მკვლელი თვეების განმავლობაში სარგებლობდა აჭარის პოლიციის მაღალჩინოსნების, შინაგან საქმეთა მინისტრისა და პრემიერმინისტრის დაცვის უფროსების მფარველობით. ის ასევე წარმოადგენდა კანონიერი ქურდის მინდია გორაძის (ლავასოღლის)  დანაშაულებრივ სინდიკატს.

„ მკვლელმა ქრონოლოგიურად განახორციელა შემდეგი - ჯერ გადაწვა აჭარის პროკურორის მანქანა, 2014 წლის 26 მაისს კი პრაქტიკულად სასიკვდილოდ სცემა ადგილობრივი პოლიციელი და მის დასახმარებლად მისული სხვა პოლიციელები.

პოლიციელი მუკბანიანი მისი მკვლელობის დროს ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას და იყო გამშველებელი ჩხუბში. ჩხუბი მოხდა ლავასოღლის დაჯგუფების წევრებსა და თურქეთის მოქალაქეებს შორის.  ის შუაში ჩადგა გასაშველებლად, ამ დროს დევაძემ მას იარაღი წააართვა და მოკლა. დავარდნილ მუკბანიანს კიდევ ურტყამდა. ამის შემდეგ მშვიდობიანად დატოვა ადგილი და მეტიც ის და ვინმე მოქალაქე შაქარიშვილი დაუბრკოლებლად გადავიდნენ თურქეთის ტერიტორიაზე.  მკვლელი ნეიტრალურ ტერიტორიაზე დააკავეს გარდაცვლილი პოლიციელის თანამშრომლებმა., - ამბობს გივი თარგამაძე.

თარაშ მუკბანიანი 27 დეკემბერს ბათუმში მოკლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ ის მკვლელობის დროს სამსახურეობრივ მოვალეობებს არ ასრულებდა.

კანონიერი ქურდის ლავასოღლის გარშემო კი ეს პირველი ამბავი არაა - ის უკრაინაში ოქტომბრის ბოლოს ე.წ. სხოდკის დროს  დააკავეს.  შეხვედრის ორი მონაწილე მათ შორის ლავასოღლიც უკრაინული მხარის ცნობით საქართველოს გადმოსცეს თუმცა ოფიციალური თბილისი ამ ინფორმაციას უარყოფს. 

კომენტარები