იუსტიციის მინისტრის უფლებამოსილება

წულუკიანი: იუსტიციის მინისტრს საპროკურორო უფლებამოსილება არ უნდა დაუბრუნდეს

news.ge

იუსტიციის მინისტრს მთავარი პროკურორის უფლებამოსილება არ უნდა დაუბრუნდეს - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სისხლის სამართლის რეფორმის უწყებათაშორისი საბჭოს გაფართოებული სხდომის გახსნაზე განაცხადა.

"როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, დაგვხვდა ადეიშვილის პროკურატურა, სადაც იუსტიციის მინისტრს ჰქონდა მთავარი პროკურორის უფლებამოსილება. ჩვენ ეს მოდელი შევცვალეთ 2013 წლის მაისში, მაშინდელი მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის თაოსნობით და დიდი აქტიურობით და შეიქმნა ის ხარვეზიანი მოდელი, რომელიც დღეს გვაქვს, მაგრამ ამ ხარვეზიან მოდელს გააჩნია ერთი ძალიან დიდი დადებითი, რომლის შეტრიალებასაც ჩვენ ამ საბჭოს და მიღებული დავალების ფარგლებში არ ვაპირებთ, რის შეცვლასაც არ ვაპირებთ, გახლავთ ის, რომ იუსტიციის მინისტრს, როგორც პოლიტიკურ ფიგურას არ უნდა ჰქონდეს საპროკურორო უფლებამოსილება. ეს ჩვენი გადასახედიდან არის ერთადერთი პოზიტივი, რაც არსებულ მოდელშია და ეს უნდა შევინარჩუნოთ", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები