„როგორც ჩანს, გადაწყვეტილება სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ მიღებულია", - ასე შეაფასა Twitter-ის საკუთარ გვერდზე ეხო მოსკვის მთავარმა რედაქტორმა ალექსეი ვენედიქტოვმა ცხინვალსა და მოსკოვს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულება მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ.
როგორც რუსული მედიისთვის გახდა ცნობილი, ხელშეკრულების თანახმად, ცხინვალის ძალოვანი უწყებები, მათ შორის ჯარი და სპეცსამსახურები, რუსეთის შესაბამისი სტრუქტურების შემადგენლობაში შევა. ხელშეკრულებას ხელი სავარაუდოდ იანვარში მოეწერება.





