ღარიბაშვილის პრესკონფერენცია

პრემიერი უკრაინაში ქართველების ბრძოლაზე: ჩვენ ვართ აბსოლუტურად გამიჯნული

ტაბულა

პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ჟურნალისტის კითხვას, არის თუ არა უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ქართველების ბრძოლა, არის თუ არა ქართული საქმე, უპასუხა, რომ "ჩვენ ვართ აბსოლუტურად გამიჯნული"

"ქართული საქმე არის ჩვენი საქმე, ქართული საქმე. უკრაინაში ქართველების ბრძოლა, მე გეტყვით, რომ ჩვენ ვართ აბსოლუტურად გამიჯნული. ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ ჩვენ უკრაინას მხოლოდ ჰუმანიტარულ დახმარებას აღმოვუჩენდით.

და ეს ასეც გავაკეთეთ. იცით რომ გავაგზავნეთ მედიკამენტები, ათასი საშუალებები. ეს იყო ჰუმანიტარული დახმარება მხოლოდ. დანარჩენზე მე ვერ გიპასუხებთ, ჩვენ ვართ გამიჯნული აბსოლუტურად და მე გეტყვით, რომ ჩვენ ჩვენს უკრაინელ ხალხს რა თქმა უნდა ვუცხადებთ სოლიდარობას და ჩვენთვის ძალიან მძიმეა ის რაც ხდება უკრაინაში.

ჩვენ არაერთხელ განგვიცხადებია ეს, მაგრამ ჩვენი სოლიდარობა და დახმარება გამოიხატება მხოლოდ ჰუმანიტარული დახმარების სახით" - განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები