ღარიბაშვილის პრესკონფერენცია

პრემიერმა ვერ დაასახელა მერი და გამგებელი, რომელიც ოპოზიციის წარმომადგენელია

ჟურნალისტის კითხვაზე, მაშინ, როცა საქართველო ბელარუსთან და აზერბაიჯანთან ერთად მესამე სახელმწიფოა, სადაც არცერთი მერი და არცერთი გამგებელი არ არის ოპოზიციის წარმომადგენელი, როგორ შეიძლება ეს დემოკრატიულ პროცესად ჩაითვალოს, პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ კითხვა ტენდენციურია.

"საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა რეგიონში და ძალიან სამწუხაროა როდესაც თქვენ შედარებას აკეთებთ, ერთადერთი იშვიათი და ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა ვართ, სადაც ყველა მერი და ყველა გამგებელი არის პირდაპირი წესით არჩეული და 50% იყო ბარიერი, რომელიც ჩვენ დავაწესეთ და ვერ დამისახელებთ არათუ მხოლოდ რეგიონში ქვეყნებს, არამედ ევროკავშირის ქვეყნებსაც კი, ნაწილ ევროკავშირის ქვეყნებში არ ხდება პირდაპირი წესით არჩევა გამგებლებისა და მერების და ის, რომ ქართულმა ოცნებამ გაიმარჯვა და აბსოლუტურად გამჭირვალე, დემოკრატიული პროცესი იყო ეს ყველაფერი, პირველად საქართველოში გაიმართა მეორე ტური და ამის შემდეგ მე არ მესმის საიდან გაქვთ, რა გაძლევთ საფუძველს, რომ პროცესი ან არადემოკრატიულად წარიმართა, დემოკრატიულია თუ არადემოკრატიულია.

ძალიან გაკვირვებული ვარ თქვენი შეკითხვით, არავის არ გასჩენია, უამრავი საერთაშორისო ორგანიზაცია იყო დამკვირვებელი საერთაშორისო მონიტორები და ზოგადად ექსპერტები იყვნენ ჩამოსულები და ყველამ ერთხმად საერთაშორისო თანამეგობრობამ აღიარა თვითმართველობის არჩევნები, როგორც ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე, დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნები და ის, რომ თავისუფალმა არჩევნებმა განაპირობა, რომ ქართულმა ოცნებამ მოიგო ყველა რაიონში ეს არ არის ხელისუფლების ბრალი, ეს არის ხელისუფლების დამსახურება და ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი, ჩვენ ქართველ ხალხს ვერ მივუთითებთ თუ ვინ უნდა აირჩიოს და ვინ არ უნდა აირჩიოს.

ეს იყო არჩევანი ქართველი ხალხის, საპარლამენტო, საპრეზიდენტო და თვითმართველობის არჩევნებში. ასე, რომ ძალიან მიკვირს რაზე ეფუძნებით, ჩანს, რომ ტენდენციური ხართ და ჩანს რომ სუბიექტურია ის განწყობა, რაც დააფიქსირეთ. თქვენ ახლა ეჭვქვეშ აყენებთ და შეურაცხყოფთ მოსახლეობის არჩევანს. 20-ზე მეტ თვითმართველ ერთეულში, რაიონში გაიმართა მეორე ტური მერები და გამგებლები მეორე ტურით იყვნენ არჩეულნი. ძალიან სამწუხაროა რომ კიდევ გაქვთ კითხვები ამსთან დაკავშირებით, მაგრამ მესმის თქვენი ტენდენციურობის" - განაცხადა პრემიერმინისტრმა.

კომენტარები