ღარიბაშვილის პრესკონფერენცია

პრემიერი: თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში არაფერი უჩვეულო არ ეწერა

ის რომ პირადად ყოფილი პრეზიდენტი, უამრავ დანაშაულში ბრალდებული სააკაშვილი და მისი პარტიის წევრები მოუწოდებდნენ ქართველ ჯარისკაცებს, რომ დათმონ საქართველოს მოქალაქეობა, საქართველოს შეიარაღებული ძალები და წავიდნენ უკრაინაში, იმიტომ, რომ იქ მაღალი ანაზღაურება ექნებათ - ეს არის პირდაპირი ღალატი და მოწოდება ღალატისკენ. ამას სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ ამას ქონდა ადგილი და ამ ამ განცხადების შინაარსის შემცველი განცხადებები გააკეთეს ყოფილი ხელისუფლებისწარმომადგენლებმა. ძალიან გაგიკვირდათ ყველას თავდაცვის სამინისტროს განცხადება - მე აქვე ვთქვი, რომ სამინისტროს არ უნდა გაეკეთებინა განცხადება, პოლიტიკოსი თუ გააკეთებდა ამ განცხადებას, იქ არაფერი უჩვეულო არ ეწერა

თქვა ტრადიციულ პრესკონკფერენციაზე პრემიერმინისტრმა ტაბულას ჟურნალისტის კითხვის პასუხად

კომენტარები