37 წლისთავი ილია მეორის აღსაყდრებიდან

პრეზიდენტი პატრიარქს: ორიენტირები, რომლისკენაც მიგვიძღვებით, უნივერსალურია

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტი კათალიკოს-პატრიარქს, ინტრონიზაციიდან 37 წლისთავს ულოცავს. მილოცვას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

"თქვენო უწმინდესობავ, გულითადად გილოცავთ აღსაყდრებიდან 37 წლისთავს.

უკვე არაერთი ათწლეულია, საქართველოს ისტორიის ერთ-ერთ ყველზე დრამატულ და მნიშვნელოვან ეპოქაში, თქვენი სულიერი ღვაწლი, სიყვარულისა და შორსმჭვრეტელობის მაგალითები გვაძლევს განსაცდელში სიმტკიცის, ერთობისა და თანადგომის ძალას, გვინერგავს მომავლის იმედსა და რწმენას, შთაგვაგონებს საკუთარ თავში მოვიძიოთ შინაგანი სიმშვიდე, პიროვნული სრულქმნისათვის შრომის მზაობა, ქვეყნისათვის მსახურების ენერგია.

ორიენტირები, რომლისკენაც თქვენ მიგვიძღვებით, უნივერსალურია და არ ცნობს ეთნიკურ, კონფესიურ და სხვა განხსვავებებს. ამიტომაც არის თქვენი ღვაწლი საქართველოს თითოეული მოქალაქის საკუთრება. ვუსურვებ მათ, რომ კვლავაც დიდხანს გეპყრათ ხელთ ჩვენი სულიერი ცხოვრების საჭე.

ბედიერი ვარ, რომ წილად მხვდა შესაძლებლობა, ცხოვრების ყველზე რთულ და საპასუხისმგებლო მომენტებში პირადად თქვენგან მივიღო რჩევა და სულიერი შემწეობა.

გისურვებთ დღეგრძელ და ჯანმრთელ ცხოვრებას, უშრეტ ენერგიას ერის სულიერი წინამძღოლობისათვის" - ნათქვამია განცხადებაში.

 

კომენტარები