წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები

სასჯელაღსრულების მინისტრი: ციხეებში აღარავის სცემენ და აღარავის აწამებენ

ireporter.ge

ერთი რამე ზუსტად ვიცი, რომ ციხეებში აღარავის სცემენ და აღარავის აწამებენ, - ამის შესახებ სასჯელაღსრულების მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა.

მღებრიშვილმა არაადამიანური მოპყრობის შესახებ დაწყებული გამოძიების შედეგზე ვერც ერთი მაგალითი ვერ დაასახელა და აღნიშნა, რომ იმ ინფორმაციებზე, რომელსაც გენინსპექცია სწავლობს, საგამოძიებო ღონისძიებები ტარდება.

"ერთი რამ ზუსტად ვიცი, რომ ციხეებში არავის აღარ სცემენ და აღარ აწამებენ. თუმცა ერთეულ ინფორმაციებზე, რომელიც ვრცელდება, აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები, შედეგი ჯერ დადებული არ არის და დადასტურებული არც ერთი ინფორმაცია არ არის. ყველა საქმეს, რომელზეც გამოძიება არ არის დაწყებული, სწავლობს გენინსპექცია. შესაძლოა, ორ ადამიანს შორის ჩხუბი მოხდეს, ეს იქნება თანამშრომელს და მსჯავრდებულს შორის, მსჯავრდებულსა და მსჯავრდებულს შორის, თუმცა ამაზე მკაცრი რეაგირება აქვს სამინისტროს, - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ ადამიანის უფლებათა ცენტრის ინფორმაციით, ბათუმის #3 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძის მიმართ არაადამიანურმა მოპყრობამ სისტემატიური ხასიათი მიიღო.

კომენტარები