ევრაზიის ეკონომიკური კავშირი

ყირგიზეთმა ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანება გადაიფიქრა

wikipedia.org

ყირგიზეთმა ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანება გადაიფიქრა. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის საინფორმაციო სააგენტოები ყირგიზეთის მთავრობის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებენ. 

ცნობილი იყო, რომ მთავრობის სხდომაზე ქვეყნის ევრაზიულ კავშირში გაწევრიანება დღის წესრიგის პირველი საკითხი იყო, თუმცა მოულოდნელად საკითხი განსახილველი თემებიდან საერთოდ ამოიღეს.

ყირგიზეთის პრეზიდენტს ალმაზბეკ ატამბაევს ქვეყნის ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით დოკუმენტისთვის ხელი მოსკოვში 23 დეკემბერს უნდა მოეწერა. 

კომენტარები