გატაცებები საოკუპაციო ხაზთან

რუსმა მესაზღვრეებმა 19 წლის მამაკაცი სოფელ წითელუბნიდან გაიტაცეს

radiotavisupleba.ge

რუსმა მესაზღვრეებმა 19 წლის ვასილ ხიდაშელი გორის რაიონის სოფელ წითელუბნიდან გაიტაცეს და ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაიყვანეს. გატაცების მიზეზი, სავარაუდოდ, ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთაა.

გატაცებულის ოჯახის წევრების თქმით, მამაკაცი სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე საქონელს მწყემსავდა და მას საოკუპაციო ზოლი არ გადაუკვეთავს. მათივე თქმით, ოჯახს არ აქვს თანხის გადახდის საშუალება, რომელსაც მესაზღვრეები გამოსასყიდის სახით ითხოვენ და სახელმწიფოს დახმარებისთვის მიმართავენ. 

კომენტარები