ყირიმის წინააღმდეგ სანქციები

ამერიკულ კომპანიებს ყირიმში საქონლისა და სერვისის ექსპორტი აეკრძალათ

თეთრი სახლი
huffpost.com

ბარაკ ობამამ ბრძანებას მოაწერა ხელი, რომელიც ყირიმზე სანქციების დაკისრებას ითვალისწინებს. პრეზიდენტის ბრძანების მიხედვით, ამერიკულ კომპანიებსა და კერძო პირებს ეკრძალებათ ყირიმში ნებისმიერი სახის საქონლის, სერვისისა თუ ტექნიკის ექსპორტ-იმპორტი. ასევე, ამერიკული კომპანიები ვერ შესძლებენ ყირიმის ტერიტორიაზე უძრავი ქონების შეძენას, ასევე მათ ეკრძალებათ ყირიმული კომპანიებისთვის ფინანსური დახმარების გაწევა.

სანქციები ასევე დაეკისრა უკრაინელ და რუს მოქალაქეებს და იმ კომპანიებს, რომლებიც უკრაინაში მდგომარეობის დესტაბლიზიციაში იღებენ მონაწილეობას. მათ შორისაა რუსული საინვესტიციო ჯგუფი Marshall Capital Partners, ბაიკერების კლუბი Ночные Волки.

ხუთშაბათს 18 დეკემბერს რუსეთზე სანქციები ევროკავშირმაც გამოაცხადა. აიკრძალა ნებისმიერი სახის ინვესტიცია ყირიმში, ასევე ევროპული კრუიზის გემები ვერ შევლენ ნახევარკუნძულის ნავსადგურებში.

კომენტარები