ჰანი: ასოცირების შეთანხმება საქართველოს ევროპული მისწრაფებების შედეგია

იოჰანეს ჰანი
eumayors.eu

ევროკომისარმა აღმოსავლეთ სამეზობლოსა და გაფართოების საკითხებში იოჰანეს ჰანმა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიკაციის შემდეგ ქართველი მოსახლეობისადმი მიმართვა გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ ხელშეკრულება საქართველოს ევროპული მისწრაფებების შედეგია. 

"საქართველო ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამეზობლო პოლიტიკის ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა. ასოცირების ხელშეკრულება საქართველოს ევროპული მისწრაფებების შედეგია. ევროკავშირის ინტერესია, რომ ხელი შეუწყოს დემოკრატიული, წარმატებული, სტაბილური ქვეყნის მშენებლობას რეგიონში, რომელსაც უდიდესი სტრატეგიული მნიშნველობა აქვს.  ამ ცვლილებების შედეგად საქართველო ევროკავშირს კიდევ უფრო დაუახლოვდება. საქართველო-ევროკავშირის ასოცირების პირველი სხდომა ჩვენ 1 თვის წინ ჩავატარეთ, ამავე დღეს გადავწყვიტეთ, რომ საქართველომ გადადგა კიდევ ერთი მნიშნველოვანი ნაბიჯი იმ პროცესში, რომელიც მას და მის მოქალაქეებს მიაახლოებს მიზანთან, რომელიც ევროკავშირთან უვიზო რეჟიმს შეეხება" - განაცხადა ჰანმა.

მისივე განმარტებით, ხელშეკრულების გაფორმება საქართველოს ეკონომიკურად და პოლიტიკურად დააახლოვებს ევროკავშირთან და საართველომაც შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები უნდა შეასრულოს. 

"ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციით საქართველო გარდაიქმნება და აქედან საქრგებელს პირველ რიგში თქვენ, საქართველოს მოქალაქეები იგრძნობთ.ამ შეთანხმების შედეგად საქართველო კიდევ უფრო დაუახლოვდება ევროკავშირს, გააღრმავებს მასთან პოლიტიკურ და ეკონომიკურ კავშირებს. ასოცირების შეთანხმება მნიშნველოვანი იქნება რეფორმებისთვის ისეთ ევროპულ ფასეულობებთან ერთად, როგორიცაა პლურალისტული დემოკრატიის დამყარება, ფუნდამენტური უფლებების დაცვა და კანონის უზენაესობა. საჭიროა, რომ ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებთან ერთად გააგრძელოს ძალისხმევა საქართველოს სისტემის რეფორმირებისთვის და კანონის უზენაესობის უზრუნველსაყოფად" - აღნიშნა ევროკომისარმა.  

კომენტარები