ეკონომიკური კრიზისი რუსეთში

პუტინი: რაც ეკონომიკაში ხდება, არ არის საზღაური ყირიმისთვის

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ყოველწლიურ დიდ პრესკონფერენციაზე ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ კრიზისსა და რუბლის ვარდნაზე ისაუბრა. მისი თქმით, სიძნელეები ეკონომიკაში შესაძლოა, კიდევ გაგრძელდეს, თუმცა , ის ამას კრიზისს არ უწოდებს. პუტინმა ასევე უარყო მოსაზრება, რომ სანქციები და კრიზისი ყირიმის შემოერთების საფასურია. "დასავლეთი რუსეთის გავლენის ზრდას ეწინააღმდეგება", - მიიჩნევს რუსეთის პრეზიდენტი.

"ყველაზე ცუდი სცენარის პირობებში ეს სიტუაცია შეიძლება, 2 წელი გაგრძელდეს. თუმცა, ეს აუცილებელი არაა, შეიძლება, სიტუაცია უფრო ადრეც გამოსწორდეს. ამას კრიზისს ვერ ვუწოდებთ. ცენტრალური ბანკის და მთავრობის მოქმედება საერთო ჯამში ადეკვატურია. რაც ეკონომიკაში ხდება, არ არის საზღაური ყირიმისთვის. ეს არის საზღაური ჩვენი სწრაფვისთვის, გადავრჩეთ როგორც ცივილიზაცია, როგორც სახელმწიფო. საქმე არა ყირიმშია, არამედ იმაში, რომ ჩვენს სუვერენიტეტს ვიცავთ. ეს უნდა გავიაროთ. გინდათ, რომ გაგვატყავონ და ტყავი კედელზე დაკიდონ? ესაა არჩევანი",-თქვა პუტინმა.

კომენტარები