ხანუქას დღესასწაული

პრემიერი: ივანიშვილმა განსაკუთრებით განამტკიცა ქართულ–ებრაული ურთიერთობები

26-საუკუნოვანი მეგობრობის იუბილე დაგვირგვინდა ებრაელთა ისტორიის მუზეუმის გახსნით, რომელიც დააფინანსა ბიძინა ივანიშვილმა. მისივე ძალისხმევით გარემონტდა საქართველოში მოქმედი სინაგოგები. ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში განსაკუთრებით განმტკიცდა ქართულ-ებრაული ურთიერთობები. ჩვენი მთავრობა ამ გზას, ამ პოლიტიკას გააგრძელებს და ყოველთვის გვექნება განსაკუთრებული დამოკიდებულება ჩვენი ძმების მიმართ, ისრაელის სახელმწიფოს მიმართ.

საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამ სიტყვებით მიულოცა ებრაელ ხალხს ხანუქას დღესასწაული. მან თბილისის მთავარ სინაგოგაში სანთელი დაანთო.

კომენტარები