პატიმრების წამება

ადამიანის უფლებათა ცენტრი ციხეებში პატიმრების სავარაუდო წამებაზე საუბრობს

ადამიანის უფლებათა ცენტრი ციხეებში პატიმრების სავარაუდო წამებაზე საუბრობს. როგორც ორგანიზაციის წარმომადგენლები აცხადებენ, საქმე ეხება რუსთავის N6 და გლდანის N8 დაწესებულებებს. მათი განმარტებით, მსჯავრცებულები აცხადებენ, რომ მათ მიმართ ადგილი ჰქონდა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, რის გამოც ერთ-ერთმა თავის მოკვლაც სცადა.

შეგახსენებთ, რომ პატიმრებისადმი არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს სახალხო დამცველიც. საქმე აქაც გლდანის N8 დაწესებულებას ეხება, სადაც ომბუდსმენის რწმუნებულებმა ჯაჭვით დაბმული და ნაცემი პატიმრები ნახეს. კიდევ ერთი ფაქტი დაფიქსირდა ბათუმის ციხეში, სადაც, ომბუდსმენის ინფორმაციით, ბორკილებდადებულ ბრალდებულს ფეხებით სცემეს გულმკერდის მიდამოებში, შემდეგ კი სამარტოო საკანში საბნისა და გათბობის გარეშე მოათავსეს.

კომენტარები