შრომითი ანაზღაურება

TI: შრომითი ანაზღაურება საჯარო სექტორში 358 მილიონი ლარით გაიზარდა

შრომითი ანაზღაურება საჯარო სექტორში 358 მილიონი ლარით იზრდება. ამის შესახებ დასკვნას არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო აქვეყნებს. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ გაზრდილი ხარჯის მიზნობრიობა მათთვის უცნობია და ხელისუფლების ეკონომიკურ გუნდს მიმართავენ განმარტონ, თუ რატომ გაიზარდა შრომის ანაზღაურება საჯარო სექტორში. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს ბიუჯეტის სხვა პარამეტრებთან დაკავშირებითაც აქვთ შენიშვნები. TI-ის წარმომადგენლის თქმით, სოციალურად ორიენტირებული ბიუჯეტი ეკონომიკურ ზრდას ხელს არ უწყობს.

ორგანიზაციის მიერ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებული კიდევ ერთი დასკვნის მიხედვით, 17 მილიონი ლარით მეტ დანახარჯს გამოიწვევს მუნიციპალიტეტებში თანამშრომლების დასაშვები რაოდენობის გაზრდა.

თანამშრომლების  რაოდენობასთან დაკავშირებით, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში ცვლილება 28 ნოემბერს შევიდა. უმრავლესობის წევრის გია ჟორჟოლიანის ინიციატივით, თვითმმართველობის ერთეულების საჯარო მოხელეთა მაქსიმალური საშტატო რაოდენობა 2 416-ით ანუ 24%-ით გაიზარდა. მანამდე დაშვებული ზღვარი 10 157 საშტატო ერთეული იყო.

კომენტარები