ყაჩაღობა

გურამიშვილის გამზირზე სტომატოლოგიური კლინიკა დააყაჩაღეს

metro.us

გურამიშვილის გამზირზე სტომატოლოგიური კლინიკა დააყაჩაღეს. ამის შესახებ რუსთავი 2 იუწყება. 

კლინიკაში 40 წლამდე მამაკაცი შევიდა და სტომატოლოგიური კონსულტაცია მოითხოვა. შემოწმების შემდეგ მან სამართებელი ამოიღო და თანხა მოითხოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში მორიგე ექიმს მოკვლით დაემუქრა. მან კლინიკიდან თანხა წაიღო.

შსს-ს ცნობით, გამოძიება ყაჩაღობის მუხლით არის დაწყებული.

კომენტარები