ლაშა მახარაძის საქმე

მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ოქროპირიძის საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ

ShutterStock

ლაშა მახარაძის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული გიორგი ოქროპირიძის საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ. ამ გადაწყვეტილების შესახებ ცნობილი თბილისის საქალაქო სასამართლოში, წინასასამართლო სხდომაზე გახდა. ბრალდებულმა საქმის ნაფიცი მსაჯულების პირობებში განხილვის სურვილი თავად გამოთქვა. იქამდე კი, ოქროპირიძის ადვოკატმა დააყენა შუამდგომლობა სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ. თუმცა, აღნიშნული შუამდგომლობა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. 

ადვოკატის განმარტებით, პროკურატურას ოქროპირიძესთან მიმართებით მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულება აქვს, ამავე საქმეზე ბრალდებული ვლადიმერ ბერძენიშვილის ჩვენების სახით, რომელიც, გიორგი ოქროპირიძის თქმით, პროკურატურამ ზეწოლის შედეგად მოიპოვა.

საქმის პროკურორის ნანა ჯაყელის განცხადებით კი, გამოძიება სამართლიან პირობებში ჩატარდა და ზეწოლას ადგილი არ ჰქონია. მისი შეფასებით, ბრალდებული საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე აკეთებს განცხადებებს, რადგან მისი მიზანია, თავი დაიხსნას პატიმრობიდან. 

სასამართლო პროცესი გიორგი ოქროპირიძის საქმეზე 26 დეკემბერს გაგრძელდება.

კომენტარები