თბილისის მერის დავით ნარმანიას თქმით, მერიამ ნაგვის ურნებზე სწრაფი ტემპით შესყიდვა გამოაცხადა, რათა ქალაქი უფრო მეტად იყოს უზრუნველყოფილი. ჟურნალისტმა მას ჰკითხა, რას აკეთებს მერია იმის აღმოსაფხვრელად, რომ ურნების ირგვლივაც ყრია ნაგავი.
"ჩვენ არ დაგვხვედრია სათადარიგო ნაგვის ურნები, საიდან გამომდინარეც, გამოვაცხადეთ სწრაფი ტემპით შესყიდვა ნაგვის ურნებზე, რათა შევიძინოთ და უფრო მეტად იყოს ქალაქი უზრუნველყოფილი. დღეს არსებული ურნების რაოდენობა არ არის საკმარისი. ავტომანქანები ოპერატიულად მუშაობენ, დაგვიანება არ ხდება, თუმცა, მოსახლეობის რაოდენობიდან გამომდინარე და კონცენტრაციიდან გამომდინარე, მეტი ნაგვის ურნაა საჭირო, რასაც ვადასტურებთ და ამიტომაც გადავწყვიტეთ მათი დამატებით შესყიდვა", - თქვა ნარმანიამ.

ფოტო: ტაბულა





