ახალი ამბებიგრძლად საკითხავი
ახალი ამბებიგრძლად საკითხავიარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
ძალადობა

ფოტოგამოფენა ძალადობის წინააღმდეგ

პარასკევი, 12 დეკემბერი, 2014 - 14:44
tbl.ge/1v2
დაკოპირდა
ირაკლი გედენიძე
ირაკლი გედენიძე
ირაკლი გედენიძე
ირაკლი გედენიძე

დღეს და ხვალ მოზარდ მაყურებელთა თეატრში შეგიძლიათ დაათვალიეროთ გამოფენა, რომელიც ძალადობის თემას ეძღვნება. მსახიობები ძალადობის ამსახველ სცენებში ფოტორეპორტიორმა ირაკლი გედენიძემ გადაიღო. მასთან ერთად პროექტზე მუშაობდნენ თეატრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი თათია პაქსაშვილი და რეჟისორი გოგა ქაჩიბაია. აღნიშნული ინიციატივით მოზარდ მაყურებელთა თეატრი გამოეხმაურა თემას, რომელიც საქართველოში განსაკუთრებით აქტუალურია და ჩაერთო კამპანიაში „არა ძალადობას!“, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ახორციელებს.

ფოტოგამოფენასა და აქციაში, სახელწოდებით „გამოდი, ძალა არა ძალადობაშია!“, მოზარდ მაყურებელთა თეატრის 26 სხვადასხვა ასაკის მსახიობი მონაწილეობდა. ფოტოებზე სცენიდან თუ ტელეეკრანიდან ნაცნობ სახეებს ნახავს. მათ შორის განსხვავება ძირითადად ამპლუაშია - ზოგი მოძალადეს განასახიერებს, ზოგიც ჩაგრულს, თორემ გამომსახველობით თითოეულის ნამუშევარი შთამბეჭდავია.

გოგა ქაჩიბაიას დადგმული და ირაკლი გედენიძის გადაღებული სცენები ძალადობის გამოვლინების სხვადასხვა მაგალითებს ასახავს. თუმცა, ამ შემთხვევაშიც გამოკვეთილია მამაკაცის, როგორც მოძალადის როლი და დომინირება ქალსა თუ ოჯახის დანარჩენ წევრებზე. შავ-თეთრ ფოტოებში კარგად ჩანს აგრესია, რომელსაც ყოველი ფეხის ნაბიჯზე ვებრძვით და შიში, რომელსაც საზოგადოების ტრავმირებული ნაწილი ხშირად დამოუკიდებლად ვეღარ ერევა.      

დღეს, 19:00 საათზე, გამოფენის დათვალიერების პარალელურად, მაყურებელს საშუალება ეძლევა ნახოს სპექტაკლი „რეკვიემი“, რომელიც რეჟისორმა ლილი ბურბუთაშვილმა თეატრმცოდნე ვასილ კიკნაძის პიესის მიხედვით განახორციელა. ავტორმა ნაწარმოები მიუძღვნა ხელოვანებს, რომლებმაც სიცოცხლე სამშობლოს და თეატრს შესწირეს. მათ შორის აღსანიშნავია ცნობილი ქართველი რეჟისორი სანდრო ახმეტელი და მისი შემოქმედების თანამოაზრეთა გუნდი რუსთაველის თეატრიდან, რომელიც გასული საუკუნის 30-იან წლებში „ფაშისტურ ჯგუფად“ მონათლეს და დაუმსახურებლად გაასამართლეს. სწორედ ბოლშევიკური ტერორის მსხვერპლთა თავგანწირვაზეა ვასილ კიკნაძის ნაშრომი „წამებული რაინდები“, რომელიც მოზარდ მაყურებელთა თეატრის წარმოდგენას დაედო საფუძვლად. „რეკვიემის“ ნახვა 12 წლის და მეტის მაყურებელს შეუძლია.   

ფოტოგამოფენამოზარდმაყურებელთა თეატრიარა ძალადობასძალადობა

ამავე თემაზე

  • პარასკევი, 22 მაისი, 2026 - 11:34"იძალადა კაცზე, დაშავებული კლინიკაშია" – ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისთვის 1 პირი დააკავეს
  • შაბათი, 2 მაისი, 2026 - 13:16სკოლის მოსწავლეები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ - გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო
  • ოთხშაბათი, 3 დეკემბერი, 2025 - 21:35შსს: ზუგდიდში, მოსწავლეებს შორის მომხდარზე გამოძიება ძალადობის და იძულების მუხლებით დაიწყო
  • პარასკევი, 14 ნოემბერი, 2025 - 10:36სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, დაარღვია შემაკავებელი ორდერი – შსს-მ თბილისში 1 პირი დააკავა
  • სამშაბათი, 7 ოქტომბერი, 2025 - 21:41ქარელში მამამ შვილი სცემა - დაკავებულია 1 პირი

კომენტარები

ბოლო სიახლეები

სამხარაძე: ოცნება ცდილობს, აშშ-სთან ურთიერთობა იმ სიმაღლეზე აიყვანოს, რაც აქამდე არ ყოფილა
კვირა, 14 ივნისი, 2026 - 21:56

სამხარაძე: ოცნება ცდილობს, აშშ-სთან ურთიერთობა იმ სიმაღლეზე აიყვანოს, რაც აქამდე არ ყოფილა

ავლაბარში, კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად 1 ადამიანი დაშავდა
კვირა, 14 ივნისი, 2026 - 21:18

ავლაბარში, კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად 1 ადამიანი დაშავდა

 ირანთან მოლაპარაკებებისას ბეირუთზე თავდასხმის გამო ტრამპი ნეთანიაჰუზე განრისხდა
კვირა, 14 ივნისი, 2026 - 20:29

ირანთან მოლაპარაკებებისას ბეირუთზე თავდასხმის გამო ტრამპი ნეთანიაჰუზე განრისხდა

15 ივნისს საქართველოს სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი ეწვევა - ადმინისტრაცია
კვირა, 14 ივნისი, 2026 - 19:53

15 ივნისს საქართველოს სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი ეწვევა - ადმინისტრაცია

ივანიშვილის თაოსნობით დაიწყო ზრუნვა შშმ პირთა უფლებების გაუმჯობესებაზე - კობახიძე
კვირა, 14 ივნისი, 2026 - 19:31

ივანიშვილის თაოსნობით დაიწყო ზრუნვა შშმ პირთა უფლებების გაუმჯობესებაზე - კობახიძე

ყველაზე კითხვადი

ნოდარ მელაძემ პოლიციაში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის კადრები გამოაქვეყნა
1ნოდარ მელაძემ პოლიციაში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის კადრები გამოაქვეყნა
2DR: რუსეთი ევროპის საზღვრებთან შეიარაღებას აძლიერებს და შესაძლო ომისთვის ემზადება
3იოზვიაკი: EU-ს მაღალჩინოსანმა საქართველოსთან სავიზო დიალოგს "საკმაოდ უნაყოფო" უწოდა
4SpaceX-ის პირველადი საჯარო შეთავაზების შემდეგ ილონ მასკი მსოფლიოს პირველი ტრილიონერი გახდა
5თარხან-მოურავი: საქართველო ამერიკული ქვეყანაა, გავიგოთ ეს ჩვენ, რომ რუსეთი დამარცხდა

ბოლო ვიდეო

ტაივანმა წვრთნებისას ჩინეთის მიმართულებით ამერიკული HIMARS-ები გამოცადა (VIDEO)
ხუთშაბათი, 11 ივნისი, 2026 - 17:14ტაივანმა წვრთნებისას ჩინეთის მიმართულებით ამერიკული HIMARS-ები გამოცადა (VIDEO)

გირჩევთ

საპატრიარქო კანდიდატობის კრიტერიუმები და ეპისკოპოსობა ეკლესიაში
გიორგი ხობუა
საპატრიარქო კანდიდატობის კრიტერიუმები და ეპისკოპოსობა ეკლესიაში
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში